Georgian

Last updated 20 July 2013

ვებ-გვერდი:

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ვებ-გვერდზე, რომელიც საერთაშორისო პროფესიული ბიზნეს კომუნიკაციების შესახებ ფართო არჩევანს გთავაზობთ. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სტატიები თქვენთვის საინტერესო ქვეყნის ან გამოყენებითი ბიზნეს უნარების შესახებ. უფრო მეტიც, ჩვენ გთავაზობთ უამრავ მულტიმედიურ კლიპებს თუ სხვა პრაქტიკულ რჩევებს სხვადასხვა კულტურების ეფექტური თანაარსებობისთვის. ეს ვებ-გვერდი ამსტერდამის უნივერსიტეტის გამოყენებით მეცნიერებათა კულტურათაშორისი ბიზნეს-უნარების არჩევითი კურსის სასწავლო პროგრამის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ გაცვლით პროგრამაში მონაწილე თითოეულ სტუდენტს და მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად.

შესავალი:

დღესღეობით უამრავი პროფესიონალი მოგზაურობსსაზღვარგარეთ ბიზნეს ურთიერთობების საწარმოებლად, საერთაშორისო კონფერენციებზე დასასწრებლად თუ  სასწავლებლად. გლობალური ეკონომიკის ასეთმა მჭიდრო ურთიერთკავშირმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა კულტურის როლი, რის გამოც სტუდენტებმა სხვადასხვა კულტურათა გარემოცვაში უნდა შეძლონ ეფექტური ურთიერთობის დამყარება ან  განსხვავებული კულტურების მქონე პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის საიმედო ბაზისი მოამზადონ.  ამ კურსის საშუალებით თქვენ დაეუფლებით საფუძვლებს, მართვის მოდელს და მეთოდოლოგიას, რაც დაგეხმარებათ საერთაშორისო პროფესიულ ურთიერთობებში წარმოქმნილი  სირთულეების გადალახვაში.

მთავარი ინფორმაცია:

შემოთავაზება ხორციელდება წელიწადში ორჯერ: სექტემბრიდან იანვრამდე (გამოცდები) და შემდეგ თებერვლიდან ივნისამდე (გამოცდები). მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია გამოცდები უფრო ადრეც დაინიშნოს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ წარმოდგენილი სტუდენტები რეგისტრაციას გაივლიან თითოეული სემესტრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.

პროექტში მონაწილე სტუდენტების რაოდენობა: 50-75

სწავლების ენა: ინგლისური

წინაპირობა: ამ კურსზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ  3-4 კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

კურსის დამთავრებისას კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS)აკრედიტაცია და სერტიფიკატი გადაეცემა 30 მსმენელს. კულტურათაშორისი ბიზნეს უნარები (CCBS) წარმოადგენს ყველაზე დიდ არჩევით ბაკალავრიატის უნივერსიტეტს ნიდერლანდებში და სწორედ ის იქნება თქვენი მასპინძელი უნივერსიტეტი.

სწავლებისშედეგები:

ამ მოდულის დამთავრებისას მონაწილეები დაუფლებული იქნებიან კულტურათაშორისი ურთიერთობების მთავარ პრინციპებს და გამომუშავებული ექნებათ გაცილებით მაღალი კულტურათაშორისი მგრძნობელობა, რაც მათ მისცემს  საშუალებას ეფექტურად იმოქმედონ და რეაგირება მოახდინონ უცხოელ კოლეგებთან პროფესიული ურთიერთობის გაღრმავების მცდელობაზე  როგორც  საზღვარგარეთ, ასევე საკუთარ ქვეყანაში.

წიგნზე მუშაობა:

სწავლის პროცესში თითოეული მონაწილის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე  ინგლისურ ენაზე დაიწერება წიგნი პროფესიული მენეჯმენტის შესახებ, რომელსაც ექნება სტანდარტული საერთაშორისო ნომერი და მისი ასლი შეიანხება ჰააგის სამეფო ბიბლიოთეკაში, დაიდება ყველა წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში, ხოლო ბეჭდური ეგზემპლარები ასევე გაიყიდება ადგილობრივი უნივერსიტეტების წიგნის მაღაზიებსა და ამაზონის ინტერნეტ-მაღაზიაში.

სასწავლო მასალაზე ხელმისაწვდომობის 100%-იანი გარანტია:

სწავლების პროგრამა ხშირ შემთხვევაში მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებიდან უცხოელი ლექტორების მოწვევას. სტუდენტთა შეფასების მიხედვით ეს კურსი ერთ-ერთ უმაღლესი დონის სასწავლო კურსად არის მიჩნეული. სხვადასხვა სახის სასწავლო მასალა ციფრული ვერსიის სახით, პოდკასტების და სრული ვებ-ლექციების საშუალებით ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.ამ კურსის შიდა კორპორატიული ქსელი მონაწილეებს სთავაზობს მათ მიერ კულტურათაშორისი ბიზნეს ურთიერთობებზე შექმნილი მასალის მასშტაბურ პუბლიკაციებს და ეს პროცესი სემესტრიდან სემესტრამდე სულ უფრო გაიზრდება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

ვებ-გვერდი:  www.minorccbs.com

ელექტრონული ფოსტაl: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ტელეფონი: +31-(0)6-52824732

სემესტრის სტრუქტურა:

კულტურათაშორისი ბიზნეს-უნარების სასწავლო სემესტრის განმავლობაში პედაგოგების მიერ არჩეული სწავლების მეთოდები ერთგვაროვანი არ იქნება.შესაბამისად ჩვენ გამოვიყენეთ მეტროპოლიტენის რუკა, როგორც ალეგორია, სადაც „ სადგურების“ უმრავლესობა გამოსახავს ინდივიდუალურ გაკვეთილებს.მუქი შრიფტით აღნიშნული პუნქტები გამოცდებსა და დავალებებზე მიუთითებს.

სასწავლო პროგრამაში ჩართული ქვეყნები:

ხუთშაბათობით მთელი გაკვეთილი მიეძღვნება იმის გარკვევას თუ რა ამართლებს და რა არ ამართლებს ამა თუ იმ კონკრეტული სავაჭრო ურთიერთობის მქონე ქვეყანაში. ქვემოთ წარმოდგენილ ილუსტრაციაზე ეს პროცესი წითელი ხაზით არის გამოსახული.

კვლევითი უნარები: სტუდენტებს ჩაუტარდებათ ინსტრუქციები თუ როგორ უნდა გამოიყენონ კვლევისათვის აუცილებელი ტექნიკა და ინსტრუმენტები, რათა შეასრულონ მოცემული დავალებები. ეს უნარები ქვემოთ მწვანე ხაზით არის აღნიშნული.

ინგლისური წერა: მაღალპროფესიონალი პედაგოგები პარასკევობით სტუდენტებს ჩაუტარებენ გაკვეთილებს ინგლისურ ენაში წერითი ტექნიკის ასამაღლებლად.

საერთაშორისო ბიზნეს-უნარები:  სამშაბათობით, დღის მეორე ნახევარში ჩატარებულ გაკვეთილებზე, სტუდენტები  ბიზნესთან დაკავშირებით კომპლექსურ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ.

პუბლიკაციები: საუკეთესო ნაშრომები, რომელსაც სტუდენტები შექმნიან ამ კურსის განამვლობაში, პროფესიონალურ დონეზე გამოიცემა ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების სახით, რაც მათ საშუალებას მისცემს კურსის ბოლოს თავიანთ CV-შიინლისურ ენაზე დაწერილი რამდენიმე ბიზნეს პუბლიკაციაც შეიტანონ.